ფინეთში სიტუაციური კოსმოსური ცენტრი შეიქმნება

ფინეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტრომ ქვეყანაში სიტუაციური კოსმოსური ცენტრის შექმნის კანონპროექტი წარადგინა.
როგორც ინფორმაცია ვრცელდება, თუ ამ წინადადებას პარლამენტი დაამტკიცებს და მთავრობა საჭირო დაფინანსებას გამოყოფს, ცენტრის შექმნა 2025 წლიდან დაიწყება.
ინფორმაციის თანახმად, ცენტრი ფინეთის პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მოამზადებს ინფორმაციას კოსმოსში არსებული ვითარების შესახებ.
წინადადების მიხედვით, ცენტრის სამოქალაქო ნაწილი ეროვნულ მეტეოროლოგიურ ინსტიტუტში განთავსდება, ხოლო სამხედრო ნაწილი – თავდაცვის ძალებში. ამჟამად ფინეთში ასეთი ორგანიზაცია არ არსებობს.