ვოლოდიმირ ზელენსკი სინგაპურში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი სინგაპურში ჩავიდა.
„სინგაპურში Shangri-La Dialogue კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩავედი, რომელიც უსაფრთხოების საკითხებში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში საკვანძო პლატფორმას წარმოადგენს“, – წერს „ტელეგრამის“ არხზე.
სინგაპურში ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკი სინგაპურის პრეზიდენტს თარმან შანმუგარატნამს, პრემიერ-მინისტრს ლოურენს ვონგს, აღმოსავლეთ ტიმორის პრეზიდენტს ჟოზე რამუშ-ორტას, -ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინსა და სინგაპურელ ინვესტორებს შეხვდება.
უკრაინის პრეზიდენტი ხვალ, ადგილობრივი დროით 11:30 საათზე აზიის თავდაცვის სამიტზე სიტყვით გამოვა.