რუსეთის „უცხოეთის აგენტების“ სიაში ჩაამატეს ჟურნალისტები და უკრაინასთან საომრად მობილიზებულთა ცოლებიც

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოეთის აგენტების“ რეესტრი განაახლა და სიას რამდენიმე ფიზიკური და იურიდიული პირი ჩაამატა, რომელთა შორის არიან როგორც ჟურნალისტები და სთან საომრად მობილიზებულთა ცოლები, ასევე, კონკრეტული მედიასაშუალებები.
დამოუკიდებელი მედიასაშუალება „მედუზას“ ცნობით, რუსეთში „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს:
· ჟურნალისტი, პოლიტოლოგი და უფლებადამცველი მარინა ლიტვინოვიჩი;
· ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ეკატერინა დუნცოვა;
· მობილიზებულთა ცოლების დაფუძნებული მოძრაობა „გზა შინისკენ“;
· მოძრაობის — „გზა შინისკენ“ — წევრი მარია ანდრეევა;
· ინტერნეტგამოცემა Sota;
· Sota-ს ფოტოგრაფი პაველ ივანოვი (ფსევდონიმი Partisan);
· პროექტი „რესპუბლიკა“.
მსგავსი სულისკვეთების კანონი საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს საბოლოოდ მიიღო მრავალათასიანი საპროტესტო აქციებისა და დასავლელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად.