ლაშა ფარულავა – გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მატერიალური მტკიცებულებებიც ადასტურებს, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა – ბანდიტიზმი ივანიშვილის პარტიის დავალებით – რუსული კანონი უკვე მოქმედებაშია

გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მატერიალური მტკიცებულებებიც კი ადასტურებს, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა – ბანდიტიზმი ივანიშვილის პარტიის დავალებით. რუსული კანონი უკვე მოქმედებაშია, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა პარტიის ოფისზე განხორციელებულ თავდასხმას.
როგორც ფარულავა განმარტავს, თავს ს ხელმძღვანელობით დაესხნენ.
„გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მატერიალური მტკიცებულებებიც კი ადასტურებს, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა ფაქტობრივად ბანდიტიზმი, ის რაც ჩაიდინა ივანიშვილის პარტიამ და რა თქმა უნდა, მისი შექმნილია ეს ორგანიზებული ჯგუფი, მისი ხელმძღვანელობით, მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებით დაგვესხნენ თავს და ფაქტობრივად დაარბიეს ჩვენი სამუშაო ოფისი, ცენტრალური ოფისი და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსული კანონი არის მოქმედებაში“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება, რაც მთავარია, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში რუსეთი მოიტანა – მათი დრო დამთავრდა!