TOP 10 უმსხვილესი ოფშორული კომპანია საქართველოში

ოფშორი, არის ქვეყანა ან ცალკეული ტერიტორიული ერთეული, სადაც კომპანიები განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ. ასეთი შეღავათები შესაძლოა, დაბალი გადასახადები, კონფიდენციალურობა, ანგარიშგების მარტივი წესი და სხვა საკითხები იყოს. მსოფლოში ამგვარი ბევრი იურისდიქციაა. ყველაზე პოპულარული: პანამა, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, კვიპროსი, ბაჰამის კუნძულები, მალტა, კაიმანის კუნძულები, ბელიზი, ბარბადოსი, ლუქსემბურგი, ჯერსი, მენი, ჰონგ-კონგი და მარშალის კუნძულებია.
საქართველოში ბევრი ოფშორული ან მისი შვილობილი კომპანია ოპერირებს.
ამდენად, წარმოდგენილია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ოფშორების კვლევისა და Forbes Georgia-ს საქართველოს 100 უმსხვილესი კერძო კომპანიის რეიტინგზე დაყრდნობით, ოფშორულ ან ნაწილობრივ ოფშორულ კომპანიებთან დაკავშირებული 10 მსხვილი და საშუალო ზომის საწარმოს რეიტინგები, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებენ.
კომპანიების რეიტინგი დალაგებულია 2021-22 წლების დაბეგვრამდე მოგების ჯამის მიხედვით.
1. შპს „მარსი“
2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾416.6 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾870.1 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾84.9 მილიონი
კომპანიის ბრენდული სახელწოდება „კრისტალბეთია“, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ონლაინტოტალიზატორთან, ონლაინსამორინესა და სხვა მსგავს თამაშობებთან.
შპს „მარსის“ საბოლოო მფლობელი მალტაში რეგისტრირებული „ბვინ ჰოლდინგსია“.
2. შპს „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი“
2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾234.3 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾336.7 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾1.73 მილიარდი
კომპანიის 100%-იან წილს კი მალტაში რეგისტრირებული „კომოდონ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედი“ ფლობს. „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი“ შვილობილი საწარმოების საშუალებით ეკონომიკის სხვადასხვა დარგში ოპერირებს, ესენია: კავშირგაბმულობა (სილქნეტი), სტუმარმასპინძლობა („რედისონის“ ბრენდის სასტუმროები), გართობა (სამორინე), უძრავი ქონების მართვა, ენერგეტიკა (ბახვისწყალზე) და სხვა.
3. შპს „თბილისი ენერჯი“
2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾161.0 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾802. მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾239.2 მილიონი
„თბილისი ენერჯი“ თბილისის ტერიტორიაზე გაზის დისტრიბუციის მონოპოლია ფლობს. კომპანიის 100%-იან წილი მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებულ „ვოლთბეის“ ეკუთვნის.
4. შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“
2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾132.9 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾332 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾109.1 მილიონი
აღნიშნულ კომპანიას სრულად სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული „გრინფილდ ფაინენშიალ კორპი“ ფლობს, რომლის საბოლოო მფლობელი 2022 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით შმაგი ქემერტელიძე იყო. „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“ ძირითადი საქმიანობა მანგანუმის ფეროშენადნობების წარმოება და რეალიზებაა.
5. შპს „ჯეოსთილი“
2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾102.3 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾705.6 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾214.1 მილიონი
შპს „ჯეოსთილის“ 90%-იან წილს ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული „ჯორჯიან გრუპ ჰოლდინგი“ ფლობს, ხოლო დანარჩენ 10%-ს – ნიდერლანდებში რეგისტრირებული „ჯიესვი სთილი“.
6. შპს „სელფი მობაილი“
2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾53.6 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾266.5 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾152.2 მილიონი
კომპანიის 71%-ს შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზი“ ფლობს, ხოლო დანარჩენ 29%-ს შპს „ინვესტიკო ალიანსე“, რომლებიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული.
7. შპს „ს საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი“
2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾41.4 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾77.2 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾45.8 მილიონი
კომპანია 100%-იან წილს ფლობს კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული „აი-სი-თი-ეს-აი საქართველოს კორპორაცია“. საქართველოში რეგისტრირებული კომპანია ფლობს საკონტეინერო ტერმინალს და ბორანს საპორტო ქალაქ ბათუმში.
8. შპს „ალმა“
2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾37.2 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾73.3 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾250.9 მილიონი
„ალმა“ ფლობს დიდ ქალაქებში მნიშვნელოვან ობიექტებზე რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას. კომპანიის 100%-იანი წილი ეკუთვნის მალტაში რეგისტრირებულ Meridian Malta-ს.
9. შპს „ჯორჯიან პეტროლიუმი“
2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾18.7 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾285.5 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾30.4 მილიონი
კომპანიის 50%-იან წილს სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული „აკერტ გრუპ ეს.ეი.“ ფლობს, ხოლო 25%-ს – ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული „გეითლაინ პროჯეკტს ლიმიტედი“. დანარჩენ 25%-ს – შპს „ფრენფილდ ჯორჯია“.
10. სს „სუფთა სახლი“
2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾16 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾301.7 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾106.1 მილიონი
„სუფთა სახლი“ 2024 წლის მარტამდე შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმით იყო რეგისტრირებული, რომლის 96%-ს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული GRG Trading-ი ფლობდა, ხოლო დანარჩენ 4%-ს – თამარ ღვინიაშვილი. ამ პერიოდიდან სააქციო საზოგადოების ფორმით გადაკეთდა, რომლის აქციები იმავე პროპორციით განაწილდა.

ასევე დაგაინტერესებთ