ზაფხულში საქართველოსა და რუსეთს შორის 1 800-მდე ავიარეისი შესრულდება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის 2500-მდე ავიარეისი შესრულდება. აღნიშნულის შესახებ GCAA სააგენტოში ავიაკომპანიების მიერ წარდგენილ განცხადებებსა და დამტკიცებულ განრიგებზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის ზაფხულის აქტიურ სანავიგაციო სეზონზე მთლიანობაში 13 600 ავიარეისის შესრულება იგეგმება. „აღსანიშნავია, რომ ივნისი-ოქტომბრის პერიოდში საქართველოდან ყველაზე მეტი – 2480 რეისი ევროპის მიმართულებით შესრულდება, რაც საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი ფრენების საერთო რაოდენობის 18%-ს შეადგენს,“ – ვკითხულობთ GCAA-ის განცხადებაში.
ამავე პერიოდში, საქართველოსა და ს ფედერაციას შორის 1761 რეისის განხორციელება იგეგმება, რაც საერთო რაოდენობის 13%-ს შეადგენს.
GCAA-ის ინფორმაციით, დაგეგმილი 13 600 რეისიდან საქართველოდან ევროპაში და პირიქით განსახორციელებელი ფრენები 18%-ს, გალფის ქვეყნებთან – 17%-ს, რუსეთთან – 13%-ს, ხოლო დანარჩენ ქვეყნებთან ჯამურად 52%-ს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ