რუსეთმა საჰაერო დარტყმები მიიტანა უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე

რუსეთის მხრიდან რაკეტებით და დრონებით განხორციელებული შეტევების შედეგად უკრაინის ხუთ რეგიონში დაზიანდა ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა – აცხადებენ უკრაინის წარმომადგენლები 1 ივნისს.
ენერგეტიკის ობიექტები დაზიანდა აღმოსავლეთის დონეცკის და სამხრეთაღმოსავლეთის ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში, ისევე, როგორც ცენტრალური კიევოგრადის და დასავლეთში მდებარე ივანო-ფრანკივსკის რეგიონებში – აცხადებს უკრაინის ენერგოოპერატორი კომოანია Ukrenerho.
უკრაინის უმსხვილესი კერძო ენერგოკომპანია, DTEK-ი აცხადებს, რომ თავდასხმის შედეგად მძიმედ დაზიანდა მისი ორი თერმული ენერგოსადგური, თუმცა მათ ადგილმდებარეობას არ აკონკრეტებს.
რუსეთმა მარტის შემდეგ გააძლიერა უკრაინის სამოქალაქო ენერგეტიკის ობიექტების დაბომბვა, რის შედეგადაც დიდწილად განადგურებულია ქვეყნის თერმული და ჰიდრო სადგურების შესაძლებლობები. ქვეყანაში ენერგოდეფიციტია, რეკორდულად მაღალია ელექტროენერგიის იმპორტი.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქსტატი“ – 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტის მოცულობა გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.7%-ით მეტია – ქართული პროდუქციის უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რას სთხოვს ბრიუსელი: ქართველი კაცების გათხოვებას, თუ ომში დახოცვას – სანამ მათ ხელისუფლება მიტაცებული აქვთ, საქართველოს ევროპულ გზაზე შანსი არ აქვს

ალექსანდრე თვალჭრელიძე – გზის ბოლოს ჩიხია… ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად