რუსეთმა “უცხოეთის აგენტებად” გამოაცხადა პრეზიდენტობის არშემდგარი კანდიდატი და ჯარისკაცთა ცოლების ჯგუფი

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 31 მაისს “უცხოეთის აგენტების” რეესტრში შეიყვანა ეკატერინა დუნცოვა, – რომელმაც შარშან დოკუმენტები წარმოადგინა პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრირების მიზნით.
დუნცოვამ 2023 წლის ნოემბერში გამოაცხადა, რომ პრეზიდენტად კენჭისყრას აპირებდა, ში ს შეჭრის დასრულების პლატფორმით. დუნცოვა ჟურნალისტია ქალაქ რჟევიდან, იგი იყო რჟევის ქალაქის საბჭოს წევრი, და ღიად გამოდის უკრაინაში ომის დასრულებისა და რუსეთში პოლიტიკური რეპრესიების აღკვეთის მოწოდებებით.
დეკემბერში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დუნცოვას უარი უთხრა პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრირებაზე და არ მისცა ხელმოწერების შეგროვების და კამპანიის წარმოების ნებართვა. დუნცოვა თვლის, რომ არჩევნებში მონაწილეობა მას პოლიტიკური მიზეზებით აუკრძალეს.
31 მაისს იუსტიციის სამინისტრომ “უცხოეთის აგენტად” ასევე გამოაცხადა ქალთა ჯგუფი, სახელად “გზა შინისაკენ”, რომელიც აწარმოებს კამპანიას სამხედრო მობილიზაციით უკრაინაში გაწვეული კაცების დასაბრუნებლად.