ბაია კვიციანმა შვედეთის განათლების სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი შვედეთის განათლების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ბაია კვიციანმა შვედეთის განათლების სისტემის შესახებ ინფორმაცია მიიღო.
„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოსწავლეთა სოციო-ემოციურ მხარდაჭერის საკითხზე. საუბარი შეეხო ინკლუზიურ განათლებასა და მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას. ამასთანავე, სახელმწიფოს მხრიდან სკოლების მხარდაჭერის საკითხს.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი სამუშაო ვიზიტით დანიისა და შვედეთის სამეფოებში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი იყო აღნიშნულ ქვეყნებში განათლების მიმართულებით არსებული გამოცდილების შესწავლა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ