მედია: გა(უ)მჭვირვალობა – როგორ მალავენ სამთავრობო უწყებები მრავალმილიონიან კონტრაქტებს და არღვევენ კანონს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციები, ეს არასრული სიაა უწყებების, რომლებიც არ აქვეყნებენ გამარტივებული შესყიდვების სრულ ინფორმაციას, რაც კანონით, საჯარო უნდა იყოს. რადიო თავისუფლებამ ჯამში მხოლოდ ბოლო 15 თვეში, მხოლოდ ერთ უწყებაში, 20 მილიონი ლარის დამალული კონტრაქტი დაითვალა.

ამ სტატიაში გიყვებით, როგორ არღვევენ სახელმწიფო უწყებები შესყიდვების კანონმდებლობის წესებს, კანონის დარღვევით მალავენ დოკუმენტაციას და ხარჯავენ მილიონობით ლარს გაუმჭვირვალედ. რადიო თავისუფლებას ინფორმირებული წყარო უყვება, რომ -ს და კიდევ რამდენიმე უწყების ხელშეკრულებები ხელოვნურად, განზრახ იმალება.

შსს – გაუმჭვირვალობის ლიდერი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ მაისის თვეში ტენდერის გარეშე, 3 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ეს არ იყო საიდუმლო შესყიდვა, რომლის გასაჯაროება კანონით არ შეიძლება. საუბარია “უცხოეთის აგენტების” კანონის წინააღმდეგ გამართული მასობრივი საპროტესტო აქციებისთვის გამოყვანილი პოლიციელების კვებაზე, პატრულის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტებისთვის ახალი მიკროავტობუსების შეძენასა და 31 მაისს პოლიციის დღის აღნიშვნის საზეიმო ღონისძიებების ხარჯებზე.

როგორ დახარჯა 3 მილიონი? ვისგან და რა ხარისხის პროდუქცია იყიდა? ხომ არ გადაიხადა საბაზრო ფასზე მაღალი და ხომ არ მოხდა კორუფციული გარიგება? ამ კითხვებზე პასუხს ვერ ვიღებთ – შინაგან საქმეთა სამინისტრო შესყიდვების კანონმდებლობას არღვევს და გაფორმებულ ხელშეკრულებებს მალავს.

რადიო თავისუფლებამ შეკრიბა ღია მონაცემები და დაითვალა, რომ შს სამინისტრომ გამარტივებული შესყიდვებით, ბოლო 15 თვეში 20 მლნ ლარზე მეტი დახარჯა. ყველა ამ შესყიდვის ხელშეკრულება საჯარო უნდა იყოს, მაგრამ შსს კანონს არღვევს და მათ მალავს.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ