ენტონი ბლინკენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის ახალი გეგმა საუდის არაბეთის, იორდანიისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრისას განიხილა

ენტონი ბლინკენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის ახალი გეგმა ს, იორდანიისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრისას განიხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას -ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი ავრცელებს.
მეთიუ მილერის ცნობით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჰამასმა“ წინადადება დაუყოვნებლად უნდა მიიღოს.
„ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს წინადადება, როგორც ს მოქალაქეების, ისე პალესტინელების და რეგიონის გრძელვადიანი უსაფრთხოების ინტერესებში შედის“, – განაცხადა მილერმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის ახალი წინადადება წარადგინა, რომელიც სამი ეტაპისგან შედგება და ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტებიდან ისრაელის ჯარების გაყვანას, „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლებას და ღაზის რეკონსტრუქციას მოიცავს. კატარის შუამავლობით ისრაელის წინადადება „ჰამასს“ უკვე გადაეცა.

ასევე დაგაინტერესებთ