ანაკლიის პორტის მშენებელი კომპანია აშშ-ის მთავრობის მიერ სანქცირებულია სამხედრო და სადაზვერვო-კვლევით საქმიანობაში

როგორც „Accent – აქცენტი-ს“ სახელმწიფო დეპარტამენტში განუცხადეს, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განსახორციელებლად შერჩეული ჩინური კომპანია „China Communications Construction Group (CCCG)“ აშშ-ის მთავრობის მიერ სანქცირებულ სამხედრო და სადაზვერვო-კვლევით საქმიანობაში, ასევე იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების განვითარებაშია მხილებული“.
„ძალზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ შენდება ინფრასტრუქტურა და ვინ აშენებს მას. საქართველოს გლობალურ ბაზრებთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერება კარგია, მაგრამ ამ კომპანიას არც ერთის გამოცდილება აქვს, არც მეორესი.მისი ერთ-ერთი წინა პროექტი, ანაკლიის მსგავსად, დაიწყო საჯარო-კერძო პარტნიორობით, მაგრამ შედეგად ჩინეთმა მიიღო 99-წლიანი იჯარა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, შემდგომში კი ჩინური “კვლევითი ხომალდების” ვიზიტები, რამაც მთელი რეგიონის მხრდან კრიტიკა გამოიწვია. შრი-ლანკაში, ჰამბანტოტაში მდებარე ეს პორტი ამჟამად სამარცხვინოა ჩინეთისა და მასპინძელი შლი-ლანკის სარგებლის უთანასწორობის თვალსაზრისით.გარდა ამისა, ხსენებულ კომპანიას ამძიმებს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორიაც“ – განუცხადეს „Accent – აქცენტი“-ს სახელმწიფო დეპარტამენტში.
ვრცლად: https://shorturl.at/QUFb8

ასევე დაგაინტერესებთ

„ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი არამხოლოდ საქართველოში არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით“ – მიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე