ბათუმში, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე სექტორის“ წევრების საცხოვრებელ სახლზე გვიან ღამით, მუქარის შემცველი წარწერები კიდევ დატოვეს

ბათუმში, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე სექტორის“ წევრების საცხოვრებელ სახლზე გვიან ღამით, მუქარის შემცველი წარწერები კიდევ დატოვეს.
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი ილია გუჩმანიძე აცხადებს, მათ ოჯახზე ხელისუფლების მხრიდან ტერორი მიმდინარეობს.
გუჩმანიძე მომხდარზე შესაბამის ორგანოების მხრიდან დროულ რეაგირებას ითხოვს.
„გუშინდელი არ გვაკმარეს და დღეს კიდევ დაამატეს, ოჯახზე სრული სახელისუფლო ტერორია, ვითხოვთ სასწრაფო რეაგირებას! ამ სახლში ორი მცირეწლოვანი ბავშვი და ფეხმძიმე ქალი ცხოვრობს”, – აცხადებს ილია გუჩმანიძე.
ცნობისთვის, წუხელ ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, სამართალდამცავებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატის დიმიტრი სამხარაძის მიერ გავრცელებული ვიდეო მასალა მიაწოდეს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების საცხოვრებელ სახლებზე შეურაცხმყოფელ წარწერებს ტოვებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ სამართალდამცავებმა დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე გამოკითხვაზე დაიბარონ და ფაქტზე გამოძიება დაიწყოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ