ბესელიას თქმით, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ქარტიას ხელი 3 ივნისს მოეწერება

პარტია სამართლიანობისთვის ლიდერი, ამბობს, რომ 1-ელ ივნისს პარტიები პრეზიდენტ ს მიერ წარდგენილ ქარტიაზე თანხმობას განაცხადებენ, ხოლო ქარტიას ხელი ორშაბათს, 3 ივნისს, მოეწერება.
“ერთი სიახლე, რაც მინდოდა გამეზიარებინა არის ის, რომ პირველი ივნისი გამოცხადდა თარიღად, როდესაც პარტიებმა უნდა განაცხადონ თანხმობა, რომ ქარტიას უერთდებიან. მისი ოფიციალური, ხელმოწერის ნაწილი პრეზიდენტის მხრიდან იგეგმება, რომ იყოს ორშაბათი. ანუ ორშაბათს გავიგებთ, ვინ აწერს ხელს ქარტიას”, – თქვა მან.