“პრინციპულიცაა და თავგანწირულიც, ოღონდ სხვებისთვის, ყველასთვის, ვისაც სჭირდება, საკუთარი თავის გარდა…“ – ნატო მეტონიძის მძიმე დიაგნოზი, ცხოვრების რთული მომენტები და უცნობი ამბები – Marao

“პრინციპულიცაა და თავგანწირულიც, ოღონდ სხვებისთვის, ყველასთვის, ვისაც სჭირდება, საკუთარი თავის გარდა…“ – ნატო მეტონიძის მძიმე დიაგნოზი, ცხოვრების რთული მომენტები და უცნობი ამბები – Marao
სტუდენტობის პერიოდში „მზიურის“ ორ წევრ გოგონასთან ერთად ჩამოაყალიბა ტრიო „ნატალი” და ჯაზ-კვარტეტი „3+1″. კვარტეტმა „3+1” მონაწილეობა მიიღო კონკურსში „საფეხურები პარნასისაკენ”, სადაც პირველი ადგილი დაიკავა. საყოველთაო აღიარება მოიპოვა გია ყანჩელის თეატრალურ წარმოდგენაში „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“ მონაწილეობით. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა მის მიერ შესრულებული სიმღერა „საით მიდიხარ“ სპექტკლიდან „ხანუმა“.
„ნატო ძალიან მორიდებულია, ზომაზე მეტად. კიდევ უფრო უტრირებულია მასში თვითკრიტიკის და საკუთარი თავით უკმაყოფილების თვისება. კი, პრინციპულიცაა და თავგანწირულიც, ოღონდ სხვებისთვის, ყველასთვის, ვისაც სჭირდება, საკუთარი თავის გარდა…“ – ასე ახასიათებს მას მეგობარი და ასევე ყველასთვის საყვარელი მუსიკოსი .
“ზუს­ტად ვიცი, რომ ეს ღვთის სა­ჩუ­ქა­რია. სხვა­თა შო­რის, მა­მას ჰქონ­და აბ­სო­ლუ­ტუ­რი სმე­ნა. სა­უ­კე­თე­სო აკუს­ტი­კო­სი იყო – რო­ი­ა­ლის აწყო­ბის ოს­ტა­ტი. მღე­რო­და კი­დეც, თუმ­ცა მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ მი­უ­ღია. ჩვენ ერ­თად არ ვცხოვ­რობ­დით – 6 წლის ვი­ყა­ვი, მშობ­ლე­ბი რომ დას­ცილ­დნენ. მა­მას ვსტუმ­რობ­დი ხოლ­მე და კარ­გად მახ­სოვს, ბე­ბი­ის – ნინა წუ­ლუ­კი­ძი­სა და მისი დე­ბის სიმ­ღე­რა რომ მო­ვის­მი­ნე, რო­გორ აღვფრ­თო­ვან­დი. ბე­ბი­ას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, საკ­მა­ოდ “მსუ­ყე” ბანი ჰქონ­და. ჩანს, ჩემ­ში მა­მის გენ­მა იმ­ძლავ­რა და ღმერ­თმაც ინე­ბა, რომ ეს ნიჭი, უნა­რი სწო­რედ მე, ყვე­ლა­ზე ნა­ბო­ლა­რას – და-ძმა 9 და 10 წლით უფ­რო­სი მყავს, გა­მო­მემ­ზე­უ­რე­ბი­ნა საქ­ვეყ­ნოდ. ამი­ტო­მაც ვუ­წო­დებ ჩემს სიმ­ღე­რას სა­ჩუ­ქარს (იღი­მის). ბე­დის­წე­რაა ისიც, რომ გია ყან­ჩე­ლის, ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძი­სა და რე­ვაზ ლა­ღი­ძის ნა­წარ­მო­ე­ბებს ვას­რუ­ლებ; რომ ბავ­შვო­ბი­დან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი მახ­ვე­ვია გარს. დე­დას ბევ­რი გულ­შე­მატ­კივ­რობ­და – სამ შვილს მე­უღ­ლის გა­რე­შე გვზრდი­და და ყვე­ლა ცდი­ლობ­და, რა­ღა­ცით შეშ­ვე­ლე­ბო­და. მე კი, რად­გან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მივ­ლიდ­ნენ. მა­გა­ლი­თად, სიმ­ღე­რა­ზე ხში­რად ძმას დავ­ყავ­დი. ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო, რომ მოვ­ხვდი ან­სამ­ბლ “მზი­ურ­ში”, რად­გან იქ გა­ტა­რე­ბულ­მა წლებ­მა ბევ­რი მას­წავ­ლა: სცე­ნას, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, სხვებ­ზე ზრუნ­ვას, ადა­მი­ა­ნე­ბის მოფრ­თხი­ლე­ბას მი­მაჩ­ვია და კი­დევ ბევ­რი, ცხოვ­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი უნა­რი შემ­ძი­ნა. მე­რეც, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის­თა­ვად, ბუ­ნებ­რი­ვად გაგ­რძელ­და. სკო­ლა­ში თა­ვი­სუ­ფალ თე­მას რომ გვა­წე­რი­ნებ­დნენ, ვინ უნდა გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით, ყო­ველ­თვის და­უ­ფიქ­რებ­ლად, უყოყ­მა­ნოდ და გუ­ლახ­დი­ლად ვწერ­დი – “მომ­ღე­რა­ლი”, რად­გან ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბო­და, რომ მუ­დამ უნდა მემ­ღე­რა” – ამბობდა მომღერალი ერთ-ერთ ინტერვიუში.
“შიშის გადალახვის შედეგად მივიღე ის, რომ დავრწმუნდი, ჩემი სიცოცხლე, ჩემი ჯანმრთელობა შემიძლია მე თვითონ ვმართო – გადაულახავი დაავადება არ არსებობს და ყველაფერი ჩემს ხელშია” – ამბობდა ნატო მეტონიძე.