ორბანი ამბობს, რომ “ნატო ომს უახლოვდება”

ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ ნატო უკრაინის ომში მეტად ჩართვას გეგმავს და ეს მეხანძრის მიერ ცეცხლის გამჩენი ხელსაწყოთი ცეცხლის ჩაქრობის მცდელობას ჰგავს. ეს განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პარასკევს, 31 მაისს გააკეთა.
ორბანი, რომელსაც მოსკოვთან და ვლადიმირ პუტინთან გამორჩეულად კარგი ურთიერთობა აქვს, დასავლელ ლიდერებს სთან დაკავშირებით უკვე არაერთხელ დაუპირისპირდა, ის ხშირად ბლოკავს ევროკავშირისა და ნატოს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ეხება უკრაინის დახმარებას.
ნატო ომს ყოველ კვირა უფრო და უფრო უახლოვდება – თქვა ორბანმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას ში. იქ მინისტრები სწორედ უკრაინის სამხედრო დახმარების შესაძლებლობებს განიხილავდნენ.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ დადგა დრო, ალიანსის წევრებმა გადახედონ ზოგიერთ იმ შეზღუდვას, რაც უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისას დააწესეს. საუბარია იმ აკრძალვებზე, რომელთა თანახმადაც უკრაინას არ აქვს უფლება გამოიყენოს დასავლური იარაღი ს ტერიტორიაზე იერიშისთვის, თუნდაც იმ სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ, საიდანაც უკრაინის მიმართულებით იერიშები ხორციელდება.
ამერიკამ და გერმანიამ გადაწყვიტეს, უკრაინას მისცენ უფლება, მოიგერიოს ხარკივის მიმართულებით განხორციელებული იერიშები და თუ საჭიროდ მიიჩნევს, დასავლური იარაღით სამიზნეებს ხარკივის საზღვრის მახლობლად, რუსეთის ტერიტორიაზეც დაარტყას.

ასევე დაგაინტერესებთ