შსს-მ პრეზიდენტი „პოლიციელის დღის“ ღონისძიებაზე არ მიიწვია – ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ „პოლიციის დღის“ ღონისძიებას არ დაესწრება. რადიო თავისუფლებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ სალომე ზურაბიშვილს მიწვევა არ მიუღია.
6-წლიანი პრეზიდენტობის პერიოდში სალომე ზურაბიშვილი დაესწრო „პოლიციელის დღის“ აღსანიშნად გამართულ ყველა ღონისძიებას, მათ შორის კორონავირუსის პერიოდში.
რადიო თავისუფლება ბოლო რამდენიმე საათი ცდილობდა გაერკვია, მიიწვია თუ არა -მ პრეზიდენტი ღონისძიებაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამ ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა, ღონისძიების დაწყებამდე რამდემე წუთით ადრეც კი.
„პოლიციის დღის“ აღსანიშნი ღონისძიება დღეს, 31 მაისს, 20:00 საათზე გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ