მარნეულის მერია – მარნეულში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიძღვნილი კვირეული, კულტურის ცენტრის ორგანიზებული ღონისძიებით გაიხსნა

მარნეულში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიძღვნილი კვირეული, კულტურის ცენტრის ორგანიზებული ღონისძიებით გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საჯარო ბიბლიოთეკასა და ამერიკულ კუთხეში მოეწყო ხატვის მასტერკლასი, სახის მოხატვა, ლიტერატურული ვიქტორინა და სხვა შემეცნებითი თამაშები.
„ღონისძიებას, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე და მერის მოადგილე თემურ შუბითიძე და მარნეულის კულტურის ცენტრის დირექტორი ნატო შავიშვილი ესწრებოდნენ.
კვირეულის ფარგლებში, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით მიმდინარეობს, გასართობ აქტივობებთან ერთად წარმოდგენილი იქნება თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის მარნეულის პროგრამა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ