ნატოს მომდევნო სამიტმა უკრაინის წევრობისთვის „ხიდის როლი“ უნდა შეასრულოს – ენტონი ბლინკენი

ნატოს ვაშინგტონის სამიტზე ალიანსის წვერები უკრაინის გაწევრიანებისათვის „საიმედო ხიდს“ შეიმუშავებენ, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ში ნატოს არაფორმალური მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ნატოს სამიტზე ჩვენ ვგეგმავთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, რათა ალიანსს დაუახლოვდეს. შევეცდებით უზრუნველვყოთ წევრობასთან დამაკავშირებელი ხიდი, ძლიერი და კარგად განათებული”, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე დაადასტურა, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას ს ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ ამერიკული იარაღის გამოყენების ნებართვა მისცა.
“ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, უკრაინამ არაერთხელ მოგვმართა და იმ იარაღის გამოყენების ნებართვა ითხოვა, რომელსაც ჩვენ ამ აგრესიისგან დასაცავად ვაძლევთ, მათ შორის რუსეთის იმ სამხედრო ნაწილებისგან თავის დასაცავად, რომლებიც მოსაზღვრე რუსულ ტერიტორიაზე არიან თავმოყრილი და თავს ესხმიან უკრაინას. ეს არის პრეზიდენტის უფლება და, როგორც მოისმინეთ, მან დაადასტურა ჩვენი [მიცემული] იარაღის ამ მიზნებისათვის გამოყენება”, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა 31 მაისს პრაღაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამჟამად უკრაინას შეიარაღებაში აქვს ამერიკის მიერ მიწოდებული ამერიკული ოპერატიულ-ტაქტიკური ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტები, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა HIMARS-ები.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”