ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ტრამპი დამნაშავედ ცნო

ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ -ის ყოფილი პრეზიდენტი ფინანსური დოკუმენტაციის გაყალბების საქმეზე 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
ამ გადაწყვეტილებით დონალდ ტრამპი გახდა აშშ-ის პირველი ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დამნაშავედ ცნეს.
ახლა ტრამპს პატიმრობა ან პირობითი სასჯელი ემუქრება. სასჯელს 11 ივლისს მოსამართლე ხუან მერშანი გამოაცხადებს.
თუმცა როგორც CNN წერს, ტრამპი, რომელიც ცნობილია მის წინააღმდეგ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებით, სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც განაჩენს გაასაჩივრებს, რამაც შეიძლება პროცესი მნიშვნელოვნად გააჭიანუროს.
რაც შეეხება საქმეს, დონალდ ტრამპს დონალდ ტრამპს 2016 წლის წინასაარჩევნო ფონდიდან დახარჯულ 130 ათას დოლარს ედავებოდნენ, რომელიც მან პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელზის გადაუხადა.
კერძოდ, 2016 წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, არაერთმა ქალმა ტრამპი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. სტორმი დენიელზი, თავის მხრივ, გეგმავდა, მოეყოლა ტრამპტთან 2006 წლის ნებაყოფლობითი სექსუალური კონტაქტის შესახებ – მაშინ ტრამპი დაქორწინებული იყო. თუმცა, ქალის წარმომადგენლებმა ტრამპის გუნდს მიანიშნეს, რომ მზად იყვნენ, ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ ისტორიის გამოქვეყნებაზე უარი ეთქვათ.
ტრამპის ადვოკატმა მაიკლ კოენმა ახლად დაარსებული კომპანია „ესენშლ კონსალტანტსის“ ანგარიშიდან დენიელზს 130 ათასი დოლარი გაუგზავნა. ეს მოხდა 2016 წლის 27 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. არჩევნების შემდეგ ტრამპმა კოენს იმავე ოდენობის თანხა გადაურიცხა.
საქმე ის არის, რომ ტრამპის მიერ კოენისთვის თანხის გადარიცხვა დეკლარირებული იყო როგორც იურიდიული მომსახურების ხარჯი. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ეს ასე არ იყო. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც კი, ტრამპს მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება საქმიანი დოკუმენტაციის ფალსიფიცირებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ