რუსეთის ტყვეობიდან უკრაინის კიდევ 75 მოქალაქე გაათავისუფლეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ უკრაინელების გათავისუფლება ტყვეთა ძებნისა და გათავისუფლების გაერთიანებული ცენტრის მუშაობის შედეგია, რომელიც დაემორჩილა ომის ტყვეებთან მოპყრობის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილებას.
„ყველა უკრაინელის სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინის პრეზიდენტის მითითებების შესასრულებლად და ტყვეობიდან ყველა უკრაინელის დასაბრუნებლად“, – აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.