რუსეთმა და უკრაინამ 75-75 სამხედრო ტყვე გაცვალეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, თებერვლის შემდეგ პირველად, გამოაცხადა სთან ტყვეების ახალი გაცვლის შესახებ. რუსეთში ტყვეობიდან დაბრუნდა 75 სამხედრო მოსამსახურე. უკრაინასაც 75 სამხედრო გადასცეს.
გაცვლის შუამავალი იყო არაბთა გაერთიანებული საამიროები, იტყობინება ს სამხედრო უწყება.
ამავე დროს რუსეთმა და უკრაინამ გაცვალეს დაღუპულთა ცხედრები. როგორც RBC იტყობინება სახელმწიფო დუმის დეპუტატ შამსაილ სარალიევზე დაყრდნობით, უკრაინამ რუსეთს გადასცა 45 დაღუპული რუსი სამხედროს ცხედრები.
სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობის უკრაინულ საკოორდინაციო შტაბში განაცხადეს, რომ უკრაინამ სამშობლოში დააბრუნა 212 სამხედრო მოსამსახურის ცხედრები. ეს არიან სამხედროები, რომლებიც მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში დონეცკის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკისა და ხარკოვის მიმართულებებზე.
წინა ჯერზე ცხედრების გაცვლა 26 აპრილს შედგა. რუსეთის მხარეს გადაეცა 36 ცხედარი, უკრაინას – 140, იტყობინება „კომერსანტი“.
რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების უკანასკნელი გაცვლა შედგა 8 თებერვალს. მანამდე ორი კვირით ადრე, 24 იანვარს, ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი ილ-76. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, თვითმფრინავში იმყოფებოდა 65 უკრაინელი ტყვე, რომლებიც ბელგოროდში მიჰყავდათ გასაცვლელად. როგორც ამტკიცებენ, თვითმფრინავში მყოფი ყველა პირი დაიღუპა. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, თვითმფრინავი უკრაინამ ჩამოაგდო.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის პრეზიდენტ ს, არც დაუდასტურებიათ და არც უარუყვიათ თვითმფრინავის ჩამოვარდნის რუსული ვერსია. მათ დაადასტურეს, რომ ტყვეთა გაცვლა მართლაც მზადდებოდა, მაგრამ არ შედგა. უკრაინის ხელისუფლება კატასტროფის საერთაშორისო გამოძიების მოწოდებით გამოვიდა.
29 მაისს რუსეთის ადამიანის უფლებების რწმუნებულმა ტატიანა მოსკალკოვამ განაცხადა, რომ ტყვეთა გაცვლა შეჩერდა უკრაინელთა გამოგონილი მოთხოვნების გამო. მას არ დაუზუსტებია, რა მოთხოვნებზეა ლაპარაკი.