მასკი ამბობს, რომ მისთვის ტრამპის მრჩეველობა არ შეუთავაზებიან

ამერიკელი მილიარდერი ანტერპრენერი ილონ მასკი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მას ტრამპის მრჩეველობა შესთავაზეს. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ თემაზე არანაირი განხილვა არ ყოფილა.
„პოტენციურად ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ჩემი ამ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ არანაირი განხილვა არ ყოფილა“, – წერს მასკი X-ზე.
მანამდე The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ -ის ყოფილმა პრეზიდენტმა ეს საკითხი ბიზნესმენთან ერთად განიხილა.
გამოცემა, წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დონალდ ტრამპს და მასკს ჯერ არ აქვთ შემუშავებული წინადადება, მაგრამ ეს ბიზნესმენს შეუძლია გავლენა მოახდინოს აშშ-ს უსაფრთხოებასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე.