აღმოაჩინე წიგნები საფესტივალო ფასდაკლებით – წიგნის ციფრული ფესტივალი ველიზე

ველი, უკვე მესამე წელია „თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის” ციფრული პარტნიორია. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ველი საფესტივალო ფასებით კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის წიგნებს და ამავდროულად, სასურველი წიგნების შეძენის შესაძლებლობას აძლევს მათაც, ვინც ვერ ახერხებს ფიზიკურად დაესწროს ფესტივალს.
ამ ბლოგში ახალ წიგნებსა და საფესტივალო ფასდაკლებებს აღმოაჩენ. ველიზე ამ ფასდაკლებებთან ერთად, დამატებით 40%-იანი ქეშბექითაც ისარგებლებ, რომლითაც შეგიძლია 100 ლარამდე თანხა დაიბრუნო ს მოსწავლის ან სტუდენტის ბარათით გადახდისას. ველის ციფრულ თაროებზე აღმოაჩენ:
40%-მდე ფასდაკლებას სიახლეებზე
ფესტივალი არამხოლოდ წიგნების წლის საუკეთესო ფასად შეძენასთან, არამედ ახალი აღმოჩენებთანაც ასოცირდება. ველიზე ფესტივალის სიახლეებს 40%-მდე ფასდაკლებით იპოვო.
იმისთვის, რომ არჩევანი კიდევ უფრო გაიმარტივო, ბლოგების სერიაში სხვადასხვა ადამიანების რჩეულ ბევრ საინტერესო წიგნს აღმოაჩენ.
40%-მდე ფასდაკლება ბესტსელერებზე
ხშირად ახალი წიგნების აღმოჩენის მთავარი გზა სხვების რეკომენდებული წიგნებია, აქ იმ წიგნებს ნახავ, რომლებსაც ველის მომხმარებლები ყველაზე ხშირად ყიდულობენ.
აღმოაჩინე ქართული და ინგლისურენოვანი ბესტსელერები 40%-მდე ფასდაკლებით.
40%-მდე ფასდაკლება ინგლისურენოვან წიგნებზე
ველი ინგლისურენოვანი წიგნების ფართო სელექციას გთავაზობს, რომელშიც ისეთი ცნობილი გამომცემლობების წიგნებს აღმოაჩენ როგორიცაა: Taschen, Penguin Random House, Gestalten და ა.შ. ასორტიმენტი მოიცავს მრავალფეროვანი თემატიკის სამაგიდო წიგნებს ინტერიერზე, არქიტექტურაზე, ფოტოგრაფიაზე, დიზაინსა თუ კულინარიაზე.
გარდა ამისა, აქ იპოვი ინგლისურენოვან საბავშვო ლიტერატურას, რომელიც ბავშვებს საინტერესოდ და სახალისოდ დაეხმარება ენის გაუმჯობესებაში.
ბიზნესლიტერატურა 35%-მდე ფასდაკლებით
ბიზნესლიტერატურა სხვადასხვა მიმართულების შემეცნებით წიგნებს აერთიანებს, რომლებიც ბევრისთვის ინსპირაცია, ახალი იდეის საფუძველი ყოფილა. ველიზე ქართულ და ინგლისურენოვან ბიზნესლიტერატურას 35%-მდე ფასდაკლებით აღმოაჩენ.
თანამედროვე ქართული პროზა 50%-მდე ფასდაკლებით
თუ გსურს თანამედროვე ქართველი ავტორების ნაწარმოებებს გაეცნო, ახლა მათი წიგნების შესაძენად საუკეთესო დროა. ამოაჩინე საყვარელი მწერლების წიგნები 50%-მდე ფასდაკლებით.
ველიზე წიგნების შეძენა მარტივი პროცესია. მთავარი კატეგორია სხვადასხვა თემატური განწყობილებით საკმაოდ გიადვილებს სასურველი წიგნის მოძებნას, როცა წიგნებს აარჩევ, დაამატებ კალათაში, აირჩევ სასურველ მისამართს და წიგნებს უფასო მიწოდებით ნებისმიერ ლოკაციაზე მიიღებ.
გამოიყენე შესაძლებლობა და შეიძინე წიგნები საუკეთესო ფასად – საფესტივალო ფასდაკლებებთან ერთად, ისარგებლე 40%-იანი ქეშბექით თიბისის მოსწავლის და სტუდენტის Visa ბარათით გადახდისას.