ეს არის ფანტაზია მომავლის თემაზე – ზახაროვა კობახიძეს პასუხობს

ეს არის ფანტაზია მომავლის თემაზე, – ასე ეხმაურება ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი იქნება „აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად
„ორი სუვერენული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებმა თავიანთი სათქმელი უკვე თქვეს… ვინაიდან ეს იყო ფანტაზია მომავლის თემაზე, მოდით, ასევე ვუპასუხოთ. თუ იქნება მოქმედებები, რომლებზეც პრაქტიკული პასუხი იქნება გასაცემი, ამის გაკეთება ჩვენც ვიცით”, – განაცხადა ზახაროვამ.