დღეს პარლამენტის წინ ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს, 31 მაისს პარლამენტის წინ ე.წ„რუსული კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზატორები მოქალაქეებს ბრძოლისკენ მოუწოდებენ.
“არ გავჩერდებით, არ შევჩერდებით. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე.
31 მაისს, 19:00 – ზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ”, – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.