ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო

ფოტო – მთავარი არხი
ს საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. შელაპარაკება მოჰყვა უცნობი პირების მიერ რუსული კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ განხორციელებულ მუქარისა და შეურაცხმყოფელ ზარებს.
ოპოზიცია საუბრობდა იმ მუქარასა და შეურაცხყოფაზე, რაც “ოცნების” დავალებით მათი და მათი ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდება. აღნიშნულს ჯერ შელაპარაკება მოჰყვა, შემდეგ იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა, თუმცა სიტუაცია საკრებულოს წევრებმა განმუხტეს.
“ჩვენ ვხსნიდით თუ რა ხდება დღეს ქვეყანაში, ხდება ის, რომ ქართული ოცნება გადმოვიდა შეტევაზე ძალიან ცუდი ფორმებით, რაც გამოიხატება შემდეგნაირად, გინებით, გუშინ ვნახეთ ფაქტები როცა კედლებზე დაგვიწერეს, პარტიული ოფისების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახლში ადგებიან უკვე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ჩვენ. ყოველდღიურად ირეკება ჩვენ მშობლებთან, ბავშვებთან, მცირეწლოვან ბავშვებთან რეკავენ და აგინებენ, ეს ხომ მარაზმია, ყოველგვარ ზღვარს გადავიდნენ”, – ამბობს ბაჩი მექვაბიშვილი, დეპუტატი პარტია “ახალიდან”.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გახარიას ბარიერის გადალახვის შანსი ნულოვანი აქვს, ხაზარაძემ შეიძლება გადალახოს, შეიძლება ვერა, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, მოსახლეობას მათი ცოდვები შევახსენოთ, რომ თუნდაც ერთი ხმაც ვერ მიიღონ