“უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, მაგრამ ნატო არ უნდა იყოს ჩათრეული ამ ომში“ – ანალენა ბერბოკი

„ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ თავდაცვის უფლება წარმოადგენს ჩვენი [უკრაინისადმი] მხარდაჭერის ხაზს. და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ არ დავუშვათ ამ ომში ნატოს ჩათრევა. ეს არის ის რეკომენდაცია, რომელსაც ვიცავთ ჩვენ და იცავენ სხვებიც“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა 31 მაისს, ნატოს არაფორმალურ მინისტერიალზე ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვის პასუხად.
ალიანსის შიგნით კვლავაც არ არის ერთსულოვნება, უნდა მიეცეს თუ არა ს უფლება, გამოიყენოს დასავლეთის ქვეყნების მიერ გადაცემული შორი რადიუსის არტილერია და სარაკეტო დანადგარები რუსეთში განლაგებული სამიზნეების წინააღმდეგ.
უფრო ადრე გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ არ ემხრობა უკრაინისთვის გადაცემული გერმანული მოდელის შორი მოქმედების სარაკეტო დანადგარებიდან ს ტერიტორიაზე იერიშების განხორციელებას.
ამ გადაწყვეტილებისადმი ცალსახა მხარდაჭერა ნატოს პრაღის მინისტერიალზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
ანალოგიური მესიჯით ჩავიდა პრაღის მინისტერიალზე ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც.
30 მაისს დასავლურმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას უფლება მისცა, ამერიკული იარაღი გამოიყენოს დარტყმებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ხარკოვის დასაცავად.
რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის დარტყმებზე შეზღუდვების მოხსნას 28 მაისს მხარი დაუჭირა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საელჩოებმა და უცხოელმა აქტორებმა თავის დაფინანსებულ „ენჯეოებსა“ და პარტიებს, როლებსაც ხშირად ეხუტებიან ოპოზიციიდან, უნდა მოუწოდონ, არჩევნები აღიარონ, ეს არის დემოკრატია