პაატა დავითაია – „ევროპელი დემოკრატები“ მზად ვართ დავუთმოთ საარჩევნო პლატფორმა ყველა ევროპულ ძალას და არასამთავრობო ორგანიზაციას, ვისთვისაც ევროინტეგრაცია მნიშვნელოვანია – საარჩევნო ნომრით 6, დავაფუძნეთ „ევროპულ-დემოკრატიული ერთობა“

„ევროპულ – დემოკრატიული ერთობა“ და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი GSAC თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის GSAC -ის და ახალგაზრდული ჯგუფების წარმომადგენლებთან პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელ დემოკრატების“ და „ევროპულ -დემოკრატიული ერთობის“ ლიდერების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოებრივი ჯგუფების ერთობის აუცილებლობა. შეხვედრაზე შედგა „ევროპულ -დემოკრატიული ერთობის“ პლატფორმის პრინციპების გაზიარება და შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობასა და კოორდინაციაზე.
„შექმნილ რთულ პოლიტიკურ კრიზისში ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ძალების, საზოგადოებრივი ჯგუფების და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობა და კოორდინირებული მოქმედებები მნიშვნელოვანი საპარლამენტო ს წინ, რათა ყველამ ერთად დავიცვათ ქვეყნის ევროპული მომავალი. პარტია „ევროპელი დემოკრატები“ მზად ვართ დავუთმოთ ჩვენი საარჩევნო პლატფორმა ყველა ევროპულ ძალას და არასამთავრობო ორგანიზაციას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია კონსტიტუციის 78 – ე მუხლის დაცვა და ქვეყნის ევროინტეგრაცია. ამ მიზნით ჩვენი პარტიის პლატფორმაზე, საარჩევნო ნომრით 6, დავაფუძნეთ „ევროპულ -დემოკრატიული ერთობა“, სადაც უკვე გაერთიანდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი ჯგუფები, გრძელდება კონსულტაციები ოპოზიციური პოლიტიკური ძალების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან”, – აცხადებს პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, „ევროპულ -დემოკრატიული ერთობის“ ლიდერი, პაატა დავითაია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გახარიას ბარიერის გადალახვის შანსი ნულოვანი აქვს, ხაზარაძემ შეიძლება გადალახოს, შეიძლება ვერა, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, მოსახლეობას მათი ცოდვები შევახსენოთ, რომ თუნდაც ერთი ხმაც ვერ მიიღონ