სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო საავადმყოფოდან გაწერეს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ბანსკა-ბისტრისაც საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, მირიამ ლაპუნიკოვამ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის მეთაური მკურნალობას სახლში გააგრძელებს.
„პრემიერის ჯანმრთელობაში პოზიტიური პროგრესი შეინიშნება. მადლობა მას, რომ არის დისციპლინირებული პაციენტი“, – განაცხადა მირიამ ლაპუნიკოვამ.
ს პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს 15 მაისს ცეცხლი გაუხსნეს, ის ჰოსპიტალიზებულია. ინციდენტი ბრატისლავიდან 180 კილომეტრში, ქალაქ ჰანდლოვაში, სამთავრობო შეხვედრის შემდეგ მოხდა. თავდამსხმელი დაკავებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გახარიას ბარიერის გადალახვის შანსი ნულოვანი აქვს, ხაზარაძემ შეიძლება გადალახოს, შეიძლება ვერა, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, მოსახლეობას მათი ცოდვები შევახსენოთ, რომ თუნდაც ერთი ხმაც ვერ მიიღონ