რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს ისევ ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან

რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს ისევ ურეკავენ უცნობი პირები მუქარისა და გინების მიზნით. შესაბამის უწყებებს ამ დრომდე გამოვლენილი არ ჰყავთ ის ადამიანები, რომლებიც მანამდეც ჩართულები იყვნენ ამ კამპანიაში.
პასუხისგებაში არ მიუციათ არც ის პირები, რომლებიც მოქალაქეებს სახლებთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ღამით, 12-ის ნახევარზე მუქარის შემცველი ზარი მიიღო. ის აპირებს მობილური ქსელების ოპერატორებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორსა და სასამართლოს.
“გუშინ ღამის 12-ის ნახევარზე მივიღე ზარი კონკრეტული ნომრიდან. ამავე ნომრიდან ათობით ჩემს გარემოცვაში ასევე მიიღო მუქარის შემცველი ზარი. ამ ადამიანმა იცოდა ჩემი ოჯახის ყველა წევრის ნომერი, რაც ბუნებრივია მიუთითებს იმაზე, რომ ისინი კონკრეტული დავალებით რეკავენ და მე ვაპირებ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მივმართო მობილური ქსელების ოპერატორებს და ასევე მივმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და სასამართლოს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებს მოუწევთ უმკაცრესი წესით აგონ პასუხი კანონის წინაშე და ახლა მინდა ვუთხრა ამ დაქირავებულ მხდალ ადამიანებს, რომ არც მათი და არც მათი შეშინებული დამქირავებლის არავის საქართველოში არ ეშინია”, – ამბობს ბოკუჩავა.
“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ანი წითლიძე წერს, რომ ურეკავდნენ მასაც. გარდა ამისა, დაურეკეს დედამისს
“599 54 66 66 ხომ მიიღე რაც გეკუთვნოდა შეგერგოთ. Შეაშინეთ ბებიათქვენი !” – წერს დეპუტატის დედა სოციალურ ქსელში.
დაურეკეს მოქალაქე თათა ხუნდაძის დედასაც.
“დედაჩემისთვის დაურეკავთ შუა ღამით! შენი შვილის დედას შე**ციო და მაგის პატარა ფეხბურთელი შვილის, მაგას გაუფრთხილდესო!” – წერს ის სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გახარიას ბარიერის გადალახვის შანსი ნულოვანი აქვს, ხაზარაძემ შეიძლება გადალახოს, შეიძლება ვერა, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, მოსახლეობას მათი ცოდვები შევახსენოთ, რომ თუნდაც ერთი ხმაც ვერ მიიღონ