ზურაბ ჭიაბერაშვილი – ეუთო/ოდირის დასკვნამ აჩვენა, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროპული მომავლისათვის გზის ჩახერგვაა – ივანიშვილის რუსული რეჟიმი უნდა დასრულდეს, რათა ქვეყანამ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისაკენ გზა გააგრძელოს

ეუთო/ოდირის დასკვნამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროპული მომავლისათვის გზის ჩახერგვაა. ამიტომ, ცხადზე უცხადესია, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი უნდა დასრულდეს, რათა საქართველომ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისაკენ გზა გააგრძელოს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ახლა მთავარი აქცენტი „ივანიშვილის რეჟიმის დასრულებაზე უნდა გაკეთდეს“.
„ეუთო/ოდირის დასკვნამ რუსულ კანონზე კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუ რატომ უნდა იყოს ეს კანონი საქართველოში შემოღებული და რომ ეს არის საქართველოს ევროპული მომავლისათვის გზის ჩახერგვა. ამიტომ ცხადზე უცხადესია, რომ დღეს, როცა სამწუხაროდ რუსულმა რეჟიმმა ეს რუსული კანონი მიიღო, მთავარი აქცენტი იმაზე უნდა გაკეთდეს, რომ საქართველოში ივანიშვილის რუსული რეჟიმი უნდა დასრულდეს. ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ საქართველომ გააგრძელოს გზა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისკენ, ეს არის ერთადერთი გზა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იცხოვრონ დაცულ და მაღალი კეთილდღეობის საზოგადოებაში“,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გახარიას ბარიერის გადალახვის შანსი ნულოვანი აქვს, ხაზარაძემ შეიძლება გადალახოს, შეიძლება ვერა, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, მოსახლეობას მათი ცოდვები შევახსენოთ, რომ თუნდაც ერთი ხმაც ვერ მიიღონ