ზელენსკი უფრო ემოციური და ნერვიული გახდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის გამო და იმის გამო, რომ პრეზიდენტი ხედავს ვაშინგტონის სურვილს, რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს – ‘FT”

ზელენსკი უფრო ემოციური და ნერვიული გახდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის გამო და იმის გამო, რომ პრეზიდენტი ხედავს ვაშინგტონის სურვილს, რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს – ‘FT”
ზელენსკი უფრო ემოციური და ნერვიული გახდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის გამო და იმის გამო, რომ პრეზიდენტი ხედავს ვაშინგტონის სურვილს, რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს, – წერს ბრიტანული გაზეთი Financial Times-ი უკრაინულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით.
ოფიციალური წყაროს ინფორმაციით, ზელენსკი „მიიჩნევს, რომ მათ [ამერიკელებს] სურთ ომის შეწყვეტა [-ის საპრეზიდენტო] არჩევნებამდე“.
მან დასძინა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ასევე უკმაყოფილოა ბაიდენის ადმინისტრაციის დაჟინებული მოთხოვნით, რომ კიევმა არ დაარტყას ს ნავთობის ინფრასტრუქტურას ს წელს საწვავის გლობალური ფასების გაზრდის შიშის გამო.
კიდევ ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა Financial Times-თან საუბარში გამოიყენა სიტყვა „პარანოია“ ბოლო თვეებში პრეზიდენტის ოფისში არსებული სიტუაციის აღსაწერად.
„ზელენსკი ღრმა შეშფოთებას განიცდის სამხედრო ვითარებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი ივნისის მშვიდობის სამიტის გამო“, – აღნიშნა ოფიციალურმა წყარომ.
„მე მივიჩნევ, რომ მშვიდობის სამიტს სჭირდება პრეზიდენტ ბაიდენის ყოფნა“, – განაცხადა მ.
ზელენსკის ოფისმა ამ კვირაში უკრაინელ ოფიციალურ პირებსა და დეპუტატებს მითითება გაუგზავნა – რომელსაც ბრიტანული გაზეთი Financial Times-ი გაეცნო – გააკრიტიკონ და სი ძინპინი მშვიდობის სამიტზე არდასწრების გამო.
Previous: ოპოზიციაში ნაადრევი ჟრიამული დაიწყო – ზაალა ანჯაფარიძე

ასევე დაგაინტერესებთ