კარგად გვახსოვს კანდიდატის სტატუსის არმინიჭების მოლოდინში რა უკიდურესი აგრესიისა და პოლარიზაციის გრადუსამდე იყო აწეული ქვეყანაში შიდა პოლიტიკური ვითარება

კარგად გვახსოვს კანდიდატის სტატუსის არმინიჭების მოლოდინში რა უკიდურესი აგრესიისა და პოლარიზაციის გრადუსამდე იყო აწეული ქვეყანაში შიდა პოლიტიკური ვითარება
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, “ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს უკლებლივ ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში, ცდილობს ფსიქოლოგიურ ძალადობას კანონის მიმღებთა და მხარდამჭერთა, აგრეთვე მათი მშობლების, შვილების და სხვა ოჯახის წევრების მიმართ“.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, კარგად გვახსოვს საქართველოსთვის EU წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების მოლოდინში ვის მიერ და რა უკიდურესი აგრესიისა და პოლარიზაციის გრადუსამდე იყო აწეული ქვეყანაში შიდა პოლიტიკური ვითარება. მისივე თქმით, მხდალ, მშიშარა და მოღალატე “პოლიტიკურ ლიდერებზე” ამახვილებს ყურადღებას თავის განცხადებაში “ხალხის ძალის” დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.
„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს საქართველოსთვის EU წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების მოლოდინში ვის მიერ და რა უკიდურესი აგრესიისა და პოლარიზაციის გრადუსამდე იყო აწეული ქვეყანაში შიდა პოლიტიკური ვითარება. შემდეგ იმავე პერსონაჟებმა გაიგეს რა, რომ მათი ძირგამომთხრელი საქმიანობის მიუხედავად, სტატუსს მაინც გვანიჭებდნენ, ერთმანეთის ჩაშვება დაიწყეს, ვინ უფრო აქტიური იყო თავის ანტიქართულ ქმედებებში. ეს არის მათი მოღალატეობრივი მხდალი შიგთავსი. გვახსოვს ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევის დღეს, საპარლამენტო ტრიბუნაზე , რომელმაც ფაქტიურად განაჩენი გამოუტანა იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებმაც ჯერ უკიდურეს შარსა და შეცდომაში შეიყვანეს ახალგაზრდების ნაწილი და შემდეგ, სამარცხვინოდ მიატოვეს ისინი.
პარლამენტს მიღმა, იგივე ბრალდება წაუყენა მათ თამარ ჩერგოლეიშვილმაც. შედეგად, იმ კულმინაციურ ჟამს, რომელსაც პარლამენტთან თითქოსდა “პომპეის უკანასკნელი დღის” ეფექტი უნდა გამოეწვია, გირჩი ჯაფარიძისნაირი ჩასვრილი და შეშინებული “პოლიტიკოსების” მიერ საკანონმდებლო ორგანოსთან მიტოვებული აქციონერები, უკიდურეს გაუგებრობაში მიატოვეს საკუთარ თავებთან ერთი-ერთზე. სწორედ ამ მხდალ, მშიშარა და მოღალატე “პოლიტიკურ ლიდერებზე” ამახვილებს ყურადღებას “ხალხის ძალის” დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი: “ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს უკლებლივ ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში, ცდილობს ფსიქოლოგიურ ძალადობას კანონის მიმღებთა და მხარდამჭერთა, აგრეთვე მათი მშობლების, შვილების და სხვა ოჯახის წევრების მიმართ. ამ ადამიანების გასამართლება ეგზისტენციალური საკითხია, რადგან ლუსტრირებული ჯაშუშების დაუსჯელი დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე ძალიან მძიმედ აისახება. სამწუხაროდ, დღეს ამ ადამიანებს აქვთ დაუსჯელობის განცდა და ამიტომ, თავისუფლად ჯაშუშობენ და სახელმწიფოს მოსვენებას არ აძლევენ.”-წერს ქართველიშვილი.
Next: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე ეუთო/ოდირის დასკვნის თარგმანი მოამზადა მიკერძოებულმა და დაინტერესებულმა მხარემ, რომელსაც უშუალოდ ეხება კანონი