რუსეთის ქალაქ ყაზანში განგაში გამოაცხადეს და აეროპორტი დახურეს

დღეს, 31 მაისს დილით განგაში გამოაცხადეს ს თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანის ზოგიერთ რაიონში მდებარე საწარმოებში და თანამშრომლებს ევაკუაცია მოსთხოვეს. რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მიზეზი დასახელებული არ არის.
ამასთან, რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალების მიხედვით, ყაზანის თავზე უპილოტო საფრენი აპარატები მოძრაობენ. დროებით დახურეს ყაზანის და ნიჟნეკამსკის აეროპორტები.
ტელეგრამ-არხი Baza წერს, რომ ყაზანის ქიმიური საწარმოს, „ორგსინთეზისკენ” მიმავალი ერთ-ერთი დრონი ატნინსკის რაიონში ჩამოაგდეს.
თათრეთის რესპუბლიკაში საწარმოებიდან ხალხის ევაკუაცია განახორციელეს 23 მაისსაც.
2 აპრილს დრონებით შეტევა იყო თათრეთის ქალაქებში, ელაბუგასა და ნიჟნეკამსკში მდებარე საწარმოებზე. მათ შორის ელაბუგის ქარხანაზე, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდას” სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა დაუდასტურეს, რომ ეს უკრაინის სპეცოპერაცია იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

საია-ს თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – სამართლებრივი ბრძოლა არ შეგვწყვეტია – სხვა მექანიზმებსაც გამოვიყენებთ, რომელიც საბოლოოდ მიიყვანეს ქვეყანას იქამდე, რომ რუსული კანონი გაუქმდება

გიგი უგულავა – 7 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნება“ საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო – კერძოდ, 25 ოქტომბერს პირადობის მოწმობების წართმევა და 27-ში დაბრუნება

DRI – განსაკუთრებით აგრესიული გახდა რუსეთის შეუნიღბავი ანექსიური პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ – მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბის გათვალისწინებით, ხელისუფლების მიერ ფორმალური კრიტიკული შეფასება არასაკმარისი და არაეფექტიანია

ანა წითლიძე – ენგურჰესის დირექტორი თანამშრომლებს პირადობის მოწმობებს ართმევს და რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკებას აწარმოებს ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე, რათა დევნილებმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღონ – გვაქვს მტკიცებულებები