ბოლო თვის განმავლობაში, მრავალი თვის ნალოლიავები, ორი დიდი ევროპული გარიგება ჩაგვივარდა, იმ კომენტარით რომ “თქვენ ევროპისკენ აღარ მიდიხართო”, – ამის შესახებ RENTALS & Eristavi Estates, მმართველმა პარტნიორმა, ზურაბ ერისთავმა განაცხადა. ის სოციალურ ქსელში თავის გვერდზე პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ჩავარდნილი პროექტებიდან ერთ-ერთი 300 სამუშაო ადგილს ქმნიდა.
