ჩინეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა

ჩინეთის მიმართულებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლის შემდეგ, პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა.
თბილისიდან 140 მგზავრი გაფრინდა, მათგან 40 საქართველოს მოქალაქე იყო, მათ უვიზო მიმოსვლით პირველად ისარგებლეს.
30 მაისიდან ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები ფრენების სიხშირეს ზრდის და თბილისის მიმართულებით კვირაში 7 სიხშირით იფრენს.
პირველი უვიზო რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჩინეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მიულოცეს.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: საქართველოდან ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშები დღეს ინახება რუსეთის მუზეუმებსა და საცავებში. ძარცვა გაგრძელდა და დღეს უკვე აფხაზეთიდან ხდება უკანონო არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების უკანონო გატანა