Reuters – იენს სტოლტენბერგი მოკავშირეებს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის წელიწადში 40 მილიარდ ევროს გამოყოფას სთავაზობს

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მოკავშირეებს სთხოვს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დასაფინანსებლად ყოველწლიურად, მინიმუმ, 40 მილიარდი ევრო გამოყონ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოსალოდნელია, რომ სტოლტენბერგის წინადადებას დღეს, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილავენ, სადაც უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის გზებზე უნდა იმსჯელონ.
„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მინიმუმ მხარდაჭერის ამჟამინდელი დონე მანამ, სანამ საჭიროა“, – განუცხადა წყარომ Reuters-ს.
მანამდე, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნატო უკრაინისთვის, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, 100 მილიარდი ევროს, ანუ ყოველწლიურად 20 მილიარდ ევროს, გამოყოფას გეგმავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ ფხალაძე – რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება