ხარკოვზე ისევ სარაკეტო შეტევა იყო, არის მსხვერპლი

რუსეთის სამხედრო ძალებმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხარკოვზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 31 მაისს, შუაღამის შემდეგ, დარტყმა იყო ქალაქის ნოვობავარის რაიონზე, სადაც ერთ-ერთი რაკეტა პირდაპირ მოხვდა 5-სართულიან სახლს. დაიღუპა სულ მცირე 3 ადამიანი და 23 დაშავდა.
ხარკოვის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, ს საოკუპაციო ძალებმა ქალაქს ბელგოროდის ოლქიდან დაარტყეს С-300 და С-400 ტიპის რაკეტებით.
რუსეთის ჯარებმა 10 მაისიდან გაააქტიურეს სახმელეთო შეტევა უკრაინის ხარკოვის ოლქზე და ჩრდილოეთ ნაწილში დაიკავეს არაერთი დასახლებული პუნქტი. პარალელურად ინტენსიურად იბომბება ქალაქ ხარკოვის საცხოვრებელი რაიონები. მაისის განმავლობაში ხარკოვში დაიღუპა რამდენიმე ათეული მშვიდობიანი მოქალაქე. მათ შორის 25 მაისს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ჰიპერმარკეტ „ეპიცენტრზე“ ავიადარტყმას.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ ფხალაძე – რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება