რუსებმა ხარკოვს დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა წუხელ ხარკოვში ხუთსართულიან კორპუსს დაარტყეს, დაიღუპა 3 ადამიანი და დაშავდა 12, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 12 წლის ასაკის ორი ბავშვია.
რუსებმა კვლავ ორმაგი დარტყმის ტაქტიკა გამოიყენეს და მათ მეორედ მაშინ დაარტყეს, როცა ადგილზე უკვე მუშაობდნენ ექიმები, მაშველები და სამართალდამცავები. დაშავებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსი.
წინასწარი მონაცემებით, საოკუპაციო ძალებმა С-300 ტიპის რაკეტები გაისროლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ ფხალაძე – რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება