მედია: ბაიდენმა უკრაინას ნაწილობრივ მოუხსნა აკრძალვა აშშ-ის იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ს უფლება მისცა ამერიკული იარაღი გამოიყენოს დარტყმებისთვის ს ტერიტორიაზე, ქალაქ ხარკოვის დასაცავად – ამ ცნობას მედია ავრცელებს ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.
ამ გადაწყვეტილებამდე უკრაინამ თხოვნით მიმართა -ს მიეცა უფლება უკრაინის სამხედრო ძალებისთვის უფლება დაიცვან უკრაინის ქალაქები რუსეთის ტერიტორიიდან წარმოებული თავდასხმებისგან.
აშშ-ზე ძლიერდებოდა ზეწოლა ამგვარი ნებართვის გასაცემად. ნატოს რამდენიმე წევრმა ქვეყანამ ამ შესაძლებლობის მიმართ ღიაობა გამოხატა. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 30 მაისს ში, ნატოს შეხვედრაზე თქვა, რომ მოკავშირეებმა უნდა განიხილონ უკრაინისთვის შეზღუდვების მოხსნა ნატოს იარაღის გამოყენებაზე რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეებისთვის.
ბაიდენის პოლიტიკის ცვლილების შესახებ ცნობა პირველად გაავრცელა გამოცემა Politico-მა, რომელიც იუწყებოდა, რომ პრეზიდენტმა “თავის გუნდს ახლახან დაავალა უზრუნველყონ უკრაინის შესაძლებლობა აშშ-ის იარაღი გამოიყენოს საპასუხო ცეცხლისთვის ხარკოვში, რათა უკრაინას შეეძლოს უპასუხოს რუსეთის ძალებს, რომლებიც მასზე დარტყმას ახორციელებენ, ან დარტყმისთვის ემზადებიან”.
თეთრ სახლს ოფიციალური განცხადება არ გაუვცელებია. უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, მ 29 მაისს, გვიან საღამოს განაცხადა – “ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა”.
ეს გადაწყვეტილება იქნება შებრუნება აშშ-ის პოზიციისა, რომლითაც უკრაინას უფლებას არ აძლევდა ამერიკული იარაღი გამოეყენებინა რუსეთის ტერიტორიაზე განთავსებული სამიზნეების წინააღმდეგ – შეშფოთების გამო, რომ ამას შესაძლოა კონფლიქტის ესკალაცია გამოეწვია.

ასევე დაგაინტერესებთ