გუბერნატორი: ბელგოროდის ოლქში დრონმა მიკროავტობუსზე მიიტანა იერიში

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ სოფელ ზოზულიში ე.წ. “კამიკაძე” დრონით იერიში განხორციელდა მიკროავტობუსზე, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა პირი დაშავდა.
გუბერნატორის განცხადებით, მიკროავტობუსით შინ ბრუნდებოდნენ სოფლის მეურნეობის საწარმოს მუშაკები. ოთხ ქალს და ხუთ კაცს ნამსხვრევებისგან აქვთ ჭრილობები მიღებული და საავადმყოფოში იმყოფებიან.
ტელეგრამის არხი Mash-ი იუწყება, რომ მიკროავტობუსში იმყოფებოდნენ ღორების ფერმის საწარმოს, “აგრო-ბელოგორიეს” თანამშრომლები. ეს უწყება უწინ უკვე დაექვემდებარა უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმას, მაშინ დაიღუპა შვიდი პირი.
ბოლო პერიოდში ბელგოროდის ოლქი ყოველდღიურად ხდება უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე. ს ხელისუფლება თავდასხმებში უკრაინის არმიას ადანაშაულებს, ამ მოვლენებზე განცხადებას არ აკეთებს.
ბელგოროდის ტერიტორიიდან რეგულარულად იბომბება მეზობელი ხარკოვის რეგიონი ში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია