დათა თავაძე: თეატრი, ისევე, როგორც საქართველო, ჩვენია! თეატრი, რომელიც არ დგას საზოგადოების სამსახურში, თეატრი არ არის!!!

“ყოველი სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ყოველ სპექტაკლამდე, ან ყოველი სპექტაკლის დროს, თქვენ, მაყურებელს, გაქვთ სრული უფლება, გააკეთოთ თქვენი პოლიტიკური განაცხადი!
მითუმეტეს, თუ თქვენ დაინახავთ, რომ სპექტაკლის დასრულების შემდეგ კონკრეტულმა თეატრმა არ გააუქმა ე.წ. “პაკლონი”, იმისთვის რომ გამოეხატა ჩვენი საერთო პოზიცია საქართველოს დამაქცეველი პროცესების წინააღმდეგ და ურცხვად იღებს აპლოდისმენტებს მაშინ, როცა ეს ქვეყანა დაღუპვის გზას ადგას (არ თავდება ეს წინადადება!) შეგიძლიათ, ადგეთ და ძალიან ხმამაღლა იყვიროთ:
ა რ ა რ უ ს უ ლ რ ე ჟ ი მ ს !
ა რ ა დ ა შ ი ნ ე ბ ა ს !
ა რ ა კ ო ნ ფ ო რ მ ი ზ მ ს !
ა რ ა დ ი ქ ტ ა ტ უ რ ა ს !
ა რ ა ც ე ნ ზ უ რ ა ს !
ა რ ა რ უ ს ე თ ს !
გ ა უ მ ა რ ჯ ო ს თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ს !
გ ა უ მ ა რ ჯ ო ს თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს !
თეატრი, ისევე, როგორც საქართველო, ჩვენია!
თეატრი, რომელიც არ დგას საზოგადოების სამსახურში, თეატრი არ არის (!!!) და შესაბამისად, არც არავითარ პატივისცემას არ იმსახურებს!!!
თეატრებო, პროტესტს და ბნელეთისგან გამიჯვნას უნდა ვხედავდეთ როგორც ყოველ სპექტაკლში, ისე ყოველი სპექტაკლის შემდეგ ყველა თეატრში, ან არადა თქვენს ნაცვლად ვიზამთ ამას და მორჩა!!!” – წერს სოციალურ ქსელში რეჟისორი დათა თავაძე.