საფრანგეთმა, შესაძლოა უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორები უახლოეს მომავალში გაგზავნოს

საფრანგეთმა, შესაძლოა ში სამხედრო ინსტრუქტორები უახლოეს მომავალში გაგზავნოს. როგორც “როიტერი“ სამ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, საფრანგეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, ამ გადაწყვეტილების შესახებ მომავალ კვირას, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტისას გამოაცხადოს.

როგორც დიპლომატებმა “როიტერს“ განუცხადეს, საფრანგეთი იმედოვნებს, შექმნას და უხელმძღვანელოს იმ ქვეყნების კოალიციას, რომლებიც უკრაინას მსგავს დახმარებას გაუწევენ იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი შიშობს, ამან შესაძლოა, რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტი უფრო სავარაუდო გახადოს.

“როიტერის“ ცნობით, საფრანგეთი თავდაპირველად პერსონალის შეზღუდულ რაოდენობას გაგზავნის მისიის შესაფასებლად, შემდეგ კი რამდენიმე ასეულ ინსტრუქტორს. წვრთნები ფოკუსირებული იქნება განაღმვაზე, აღჭურვილობის სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნებაზე და ავიაციასთან დაკავშირებით ტექნიკურ ცოდნაზე. საფრანგეთი ასევე დააფინანსებს, შეაიარაღებს და გაწვრთნის უკრაინის მოტორიზირებულ ბრიგადას.

უკრაინის პრეზიდენტი 6 ივნისს გეგმავს ჩასვლას საფრანგეთში, მოკავშირე ძალების ნორმანდიაში გადასხდომის მე-80 წლისთავზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ყოველ ჯერზე როგორ შეიძლება ატყუებდე ყველას, ხალხს, საკუთარ ამომრჩეველს, რომ იგებ არჩევნებს, იქნება რიგგარეშე არჩევნები, მერამდენედ უნდა დაიჯეროს ეს ტყუილი თუნდაც მათმა ყველაზე აგრესიულმა მხარდამჭერმა

შემდეგი 4 წელი იქნება ძალიან წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რაც ასახული იყო ჩვენს საარჩევნო პროგრამაში და თითოეული მინისტრი დაკავებული იქნება ამ პროგრამის შესრულებით, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე