მიხეილ სარჯველაძე – საქართველო უახლოვდება იმ წერტილს, როდესაც C ჰეპატიტის დაავადება საბოლოოდ იქნება დამარცხებული

საქართველო უახლოვდება იმ წერტილს, როდესაც C ჰეპატიტის დაავადება საბოლოოდ იქნება დამარცხებული, -აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მ განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, ტუბერკულოზის დამარცხების მიმართულებითაც ქვეყანაში სერიოზული წინსვლა
„2015 წლიდან მოყოლებული დაახლოებით 82 000 ადამიანი არის ამ დროისთვის უკვე განკურნებული და ამ დროისთვის პრაქტიკულად დავიწყეთ საბოლოო ელიმინაციის ფაზაზე მუშაობა. აღარაფერს ვიტყვი თითოეული ასეთი ადამიანისთვის მოტანილ ეფექტზე, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით.
რაც შეეხება, ტუბერკულოზს. ტუბერკულოზის მიმართულებით გვაქვს სერიოზული წინსვლა. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ტუბერკულოზის შემთხვევების გავრცელება 71%-ით შემცირდა და 65%-დან 80%-მდე გაიზარდა განკურნების მაჩვენებელი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია