აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, სულხან ღლონტმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია აჭარის ტელევიზიას ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს და განმარტეს, რომ ღლონტმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
სულხან ღლონტი აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე 2019 წლიდანაა, მანამდე ის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო.