მერია – თელავში, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

თელავში, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაო პროცესს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის მერ, ლევან ანდრიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„პროექტი ითვალისწინებს ორფენიანი ასფალტის საფარის დაგებას, სანიაღვრე არხებისა და ბორდიურების მოწყობას, საფეხმავლო ბილიკების კეთილმოწყობასა და გზის დახაზვით სამუშაოებს.
პროექტი, რომელიც 1 083მ სიგრძის გზაზე ხორციელდება, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ არის დაფინანსებული და მისი ჯამური ღირებულება 2 081 479 ლარს შეადგენს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უსუსურმა, არაფრისმაქნისმა „ოცნებამ“ ვერ განჭვრიტა, რომ „ინტერ რაოს“ ადრე თუ გვიან ევროკავშირი დაასანქცირებდა – 4 წელზე მეტი ჰქონდათ, რომ შეეზღუდათ ის თბილისის ელექტრომომარაგების ბაზარზე, მათ არ გააკეთეს!

ვანო წერეთელი – ვიღაც ქუჩის ბიჭს ჰგონია, რომ ძალა და კუნთები აქვს და სხვას მოერევა, მაგრამ რატომ ფიქრობს, რომ თუ შეურაცხყოფას მოგვაყენებენ, სამაგიეროს არ მიიღებენ? ვიღაცას მუშტს თუ მოუღერებენ, ეს უპასუხოდ არ დარჩება!