რუსეთის მთავრობამ დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვით 2024 წლის 1-ლი იანვრიდან შეიარაღებულ ძალებში გაწვევის ასაკი 18-30 წელი იქნება. აქამდე მოქმედებდა წესი, რომლითაც ჯარში 18-დან 27 წლამდე იწვევდნენ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
რუსეთის სახელმწიფო დუმამ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები 25 ივლისს მიიღო. თავდაპირველად სავალდებულო სამხედრო სამსახურის როგორ ზედა, ასევე ქვედა ზღვრის გაზრდა იგეგმებოდა, ანუ ის 21-30 წლამდე უნდა ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ ზედა ზღვარი დუმამ გაზარდა, ხოლო ქვედა – არა.
ამ გადაწყვეტილების მიხედვით, შეიარაღებულ ძალებში გაწვევა დამატებით 2 მლნ-მდე ადამიანს შეეხება. ანუ თუ ახლა გაწვევა 6,8 მლნ ადამიანს ეხება, ახალი წესის მიხედვით, ის 9,14 მლნ-ს შეეხება.
კანონში ცვლილების შეტანის ინიციატივით რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ გამოვიდა.
