თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირა კვადრატულზე $9.9-ია

2024 წლის აპრილში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირა წინა თვის დონეზე, კვადრატულზე 9.9
დოლარი, დარჩა, – ამის შესახებ Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი.
„2024 წლის აპრილში თბილისში 247.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 33.2%-იანი ზრდაა და ეს მკვეთრი ზრდა წინა წლის დაბალი ბაზით აიხსნება. აღსანიშნავია, რომ ჯამურად 2024 წლის პირველ 4 თვეში 965.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა (+9.0% წ/წ), რაც ძირითადად პირველად ბაზარზე გაყიდვებისა და ფასების ზრდით იყო გამოწვეული.
2024 წლის პირველ 4 თვეში 75 ახალი ნებართვა გაიცა საცხოვრებელი პროექტების მშენებლობისთვის. ამ ნებართვების ჯამური საცხოვრებელი ფართობი 560,645 მ2 -ს შეადგენს (-8.1% წ/წ). ამ პერიოდში ნებადართული საცხოვრებელი ფართის 19% სამგორში იყო გაცემული, რასაც დიდი დიღომი (15%) და საბურთალო (15%) მოსდევს“, – ნათქვამია მიმოხილვაში.