საქართველოში “მაიდანი” ვერ მოხდება – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ “საქართველოში მაიდანს ვერავინ ეღირსება” და ასევე საზოგადოებას გაახსენა, თუ რა იყო მაიდნის შედეგები ში.
აბაშიძის თქმით, “ომის პარტიას” დიდი იმედგაცრუება ელის, ვინაიდან ვადაგასული რევოლუციური სცენარი ყველა სუვერენულ სახელმწიფოს ვერ მოერგება.
“ძალიან დიდი იმედგაცრუება ელით “ომის პარტიას” და მის გოშიებს – საქართველოში “მაიდანი” ვერ მოხდება. დასავლელმა ფსევდომეგობრებმა რეალურად გაზომონ ქართული საზოგადოების განწყობები და შემდეგ იფიქრონ სიტუაციის აყირავებაზე ჩვენს ქვეყანაში. ვადაგასული რევოლუციური სცენარები კი ყველა სუვერენულ სახელმწიფოს ვერ მიესადაგება, მით უმეტეს, როცა ოპოზიციას წარმოადგენენ მარგინალი ბოროტი ჯამბაზები.” – წერს გია აბაშიძე.
Previous: ასეთი “დაპატიჟება” ლავრენტი ბერიას მისთვის იმ უკანასკნელ პოლიტბიუროს სხდომაზე მოწვევას უფრო წააგავს, სადაც მისი დაპატიმრება იყო განზრახული…

ასევე დაგაინტერესებთ

არავის უკვირს, რომ სააკაშვილის ოჯახის მიერ მიტაცებულ უნივერსიტეტი გამოიყენება ერთ-ერთ პლატფორმად რადიკალიზმის გაღვივებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ სუს-მა გაშიფრა ეს ქსელი და ამ რადიკალურ გეგმებს არ უწერია განხორციელება

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ალენ ბერსესთან, მე მას კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მტკიცე ერთგულება დემოკრატიის განვითარების მიმართ და ხაზი გავუსვი ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების მხარდასაჭერად